Monday, November 3, 2014

შემაჯამებელი რეფლექსია

პირველ რიგში ბოდიში უნდა მოვიხადო იმის გამო,რომ ორი დღის რეფლექსიის დაწერა მომიხდა ერთად, გარკვეული მიზეზების გამო. დღეს დასრულდება ჩვენი ძალიან შრომატევადი და შედეგიანი ტრენინგი. დასრულებული სახე მიიღო ჩემმა პორთფოლიომ, სადაც თავი მოუყარეთ ამდენი ხნის ნამუშევრებს.ყველაფერს გავართვი თავი ძალიან გულისხმიერი ტრენერის ბატონ დავით ჯანიაშვილის დახმარებით,დიდი მადლობა მას და ყველა მონაწილეს.მიღებულ ცოდნას აუცილებლად გავიღრმავებთ და გამოვიყენებთ პრაქტიკაში.

Saturday, October 25, 2014

რეფლექსია მეშვიდე დღე

უკვე დავასრულებთ სასწავლო გეგმის შაბლონზე მუშაობას.ვიმუშავეთ  სლაიდშოუზე ,ვისწავლეთ ჩვენი ნამუშევრების ,რესურსების მიმაგრება სლაიდზე.ტრენინგი იყო შრომატევადი დანაყოფიერი .დიდი მადლობა ტრენერს.

Sunday, October 19, 2014

რეფლექსია მეექვსე დღე

დღეს განვიხილეთ შეფასების რუბრიკები, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო. მონაწილეებმა გაუზიარეთ ერთმანეთს ხერხები რომელსაც ვიყენებთ  და მივიღეთ რჩევები რა შეიძლება გამოვიყენოთ მომავალში. გავაგრძელეთ მუშაობა დრაივში.დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

Saturday, October 18, 2014

რეფლექსია მეხუთე დღე

დღეს შევქმენით  პორტფოლიო, ვისწავლეთ მისი მოთავსება გუგლ დრაივში. გავეცანით გუგლ დრაივის ფუნქციებს.გავაზიარეთ ჩვენი შექმნილი პორტფოლიო. გავიგეთ ბევრი ახალი ინფორმაცია და ცოტა ვშიშობ დავიმახსოვრებ თუ არა ყველაფერს?
მადლობა ტრენერს გულისხმიერებისათვის.             

რეფლექსია პირველი და მეორე დღე.

მოხარული ვარ რომ დაიწყო ძალიან საჭირო ტრენინგი.ვისწავლე ბლოგის შექმნა დავიწყეთ მუშაობა პროექტებზე .გავეცანითსანიმუშო პროექტებს ,ძალიან მომეწონა. ..,აუცილებლად გამოვიყენებ და გავიზიარებ მათ გამოცდილებას სამუშაო პროცესში.იმედი მაქვს კმაყოფილი დავრჩებ

პროექტის პორტფოლიო

Sunday, October 12, 2014

რეფლექსია მეოთხე დღე

დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ.განვიხილეთ და გავაანალიზეთ საკვანძო კითხვები .გავაგრძელეთ მუშაობა პროექტზე . ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა და გაფორმება .ეს სამუშაო გამიადვილდა ,დროც გაიპარა. მადლობა ბატონ დათოს.